პრეზიდენტი სამებაში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა და დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები