ე.წ.სამხრეთ ოსეთის კგბ-მ “საქართველოში საწვავის უკანონოდ გადატუმბვის” ფაქტი აღკვეთა

ე.წ.სამრეთ ოსეთის კგბ-მ დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთა, რომელიც ე.წ.რესპუბლიკიდან “საქართველოს ტერიტორიაზე” დიდი მოცულობის საწვავის გადატუმბვას ახორციელებდა.

კერძოდ, ჯგუფმა საწვავის მიმღები და სატუმბი წერტილი ცხინვალის სამხრეთით გარეუბანში დაამონტაჟა. ისინი იყენებდნენ არააქტიური სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთ წყალსადენს, რომელშიც პლასტმასის მილსადენი ჩაამონტაჟეს.

14-15 ნოემბრის ოპერატიულ სამძებრო სამუშაოების შედეგად დაკავებულია ცხინვალის ოთხი მაცხოვრებელი, რომლებიც “საქართველოში 50 ტონა საწვავს ატარებდნენ”.

“ეს უკანონო ქმედება საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოებას, მათ შორის, მტრისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის საწვავის უკანონო მიწოდების კონტექსტში, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. ეს ასპექტი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს საწვავის ბაზარზე საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტის კონტექსტში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები