ბაიდენი: მჯერა, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება მოხდება

President Joe Biden walks across the South Lawn of the White House in Washington, Tuesday, Nov. 14, 2023, to board Marine One as he heads to San Francisco forAsia-Pacific Economic Cooperation (APEC) summit. (AP Photo/Susan Walsh)

„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგად აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლებელია მიღწეულ იქნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ყოველ დღე ვესაუბრები ამაში ჩართულ ხალხს. მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ტყვედ მყოფი ახლობელი ადამიანების შესახებ სიახლეებს ელოდებიან, იქნება: „გაძელით, ჩვენ მოვდივართ“.

ცნობისთვის, ბაიდენი და აშშ-ის უმაღლესი ოფიციალური პირები სხვადასხვა ლიდერებთან – მათ შორის კატარის შუამავლობით მოლაპარაკებების გზით – „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები