მზეზე აფეთქება დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს
რამდენიმე საათის წინ მზეზე საკმაოდ ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რაც პლანეტარულ სისტემაში და, კერძოდ, დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს. ,,ასოშეიტედ-პრესის“ ინფორმაციით, პლაზმური ღრუბელი უკვე ჩვენი პლანეტის მიმართულებით მოიწევს. ქარიშხალი დედამიწას გვერდს ჩაუვლის, თუმცა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის კომუნიკაციის საშუალებებს.
ყველაზე ძლიერი აფეთქება 11 სექტემბერს გამთენიისას დაფიქსირდა. ამერიკელი ასტროფიზიკოსის ტომ ბერგერის განცხადებით, ქალიშხალი დედამიწისკენ საათში 4 მილიონი კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და პლანეტის ატმოსფეროს 12 სექტემბერს, დილას მოუახლოვდება. 14 სექტემბერს ქარიშხალის ნაკადი გაძლიერდება, თუმცა მომდევნო დღეებში მისი აქტივობა იკლებს.