მარსზე წყლის კვალი აღმოაჩინეს

ამერიკის ნაციონალურმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ dato(ნასა) მარსმავალის (Mars Science Laboratory Curiosity) მოწოდებული ფოტოები გაასაჯაროვა, სადაც მთიან მასივთან ახლოს გამოჟონილი წყლის კვალი გამოჩნდა. სკეპტიკოსების აზრით, ეს ჩრდილის გამოსახულებაა, თუმცა მსგავსი ტიპის ქვის წარმონაქმნი იმ ადგილას არ დაფიქსირდა.
ასტრონომთა თქმით, ეს მიწისქვეშა წყლის გამონადენია, რომელიც ზედაპირზე გამოჩნდა და აქ უცნაური არაფერია, რადგან გარკვეულ ადგილებში მარსის ზედაპირი 20 გრადუსამდე თბება. მიუხედავად იმისა, რომ იქ ატმოსფერული წნევა 160-ჯერ მცირეა დედამიწასთან შედარებით, წყლის თხევად მდგომარეობაში ყოფნა შესაძლებელია, ოღონდ, ძალიან მცირე დროით. აღსანიშნავია, რომ ეს მარსმავალის ,,წითელ პლანეტაზე“ ყოფნის 712-ე დღეა. ამერიკელი ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ფოტოები ბევრად დაახლოვებს მეცნიერებას იმ თეორიასთან, რომ მარსზე შესაძლებელია წყლის მასივების არსებობა.

804469_742606285805334_992261753_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები