ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო

გაეროს ეგიდით ჩატარებულმა ბოლო პერიოდის სამეცნიერო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოზონის შრემ აღდგენის პროცესი დაიწყო. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ოზონის შრე, რომელიც ანტარქტიდის თავზე ყოველწლიურად იზრდებოდა, შეჩერდა და შემცირება დაიწყო, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ ათწლეულებია საჭირო. ამ წარმატების მიზეზად მეცნიერები იმ ქიმიური წარმოებების შეჩერებას ასახელებენ, რომლებიც ამზადებდნენ აეროზოლებს და მაცივრის დანადგარებისთვის აუცილებელ ქლოროფთონახშირწყალბადს.
1985 წელს ვენის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა შეჩერდეს აღნიშნული ქიმიური ნაერთების წარმოება. სამწუხაროდ, კონგრესის პირობების შესრულება მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები