38 “შაჰედიდან” 24 ჩამოგდებულია – უკრაინის გენშტაბის ანგარიში
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე ირანული “შაჰედებით” მასიური იერიში მიიტანეს.
მედია წერს, რომ აფეთქებები იყო ლვოვის რეგიონში, ასევე, დაფიქსირდა ვინიცაში, ჟიტომირსა და ხმელნიცკის რეგიონებში, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა იერიშს ზიანი და მსხვერპლი.
ამავე დროს, ცნობილია, რომ “რაშისტებმა” ხარკოვი 10 დრონით დაბომბეს. მსხვერპლი არ არის, თუმცა ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, ავტოფარეხებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ სულ გაშვებული იყო 38 დრონი და ერთი ფრთოსანი რაკეტა X-59.
მათივე ცნობით, ფრთოსანი რაკეტა და 24 დრონი ჩამოგდებულია.