“ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება, არანაირი „ნაცრისფერი ზონა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება.

ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე წელს მიაღწიოს ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“. ჩვენს პოლიტიკურ თაობას შეუძლია ამის უზრუნველყოფა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ ასეთ განსაკუთრებულ მომენტს. ევროპას სჭირდება ევროკავშირი. დაე, უკრაინული ოპტიმიზმი ევროკავშირთან მიმართებით ემსახურებოდეს უფრო სტაბილურ მომავალს მთელი ევროპისთვის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიმდინარე წელს მივაღწიოთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები