არასაკმარისი მზითვის გამო ქმარმა ცოლი სამი წლით აბაზანაში ჩაკეტა

   ინდოეთში ქმარმა ცოლი სამი წლის განმავლობაში აბაზანაში დაამწყვდია. ასეთი სასჯელი მან იმის გამო მოიფიქრა, რომ მეუღლის ნათესავებმა ქალს არასაკმარისი მზითვი გაატანეს, თავად ცოლმა კი ვაჟის მაგივრად გოგო გაუჩინა. როდესაც ქალი გაათავისუფლეს, იგი დიდი ხნის განმავლობაში თვალს ვერ ახელდა, რადგან სინათლეს იყო გადაჩვეული.
როგორც „ინდია თუდეი“ აცხადებს, ოჯახური დრამა ქალაქ დარბხანგაში მოხდა. პოლიციელებმა 25 წლის ქალბატონი 7 სექტემბერს გაათავისუფლეს. მას აბურდული დასაბანი თმა, ბინძური, დახეული ტანსაცმელი და ძალიან გრძელი ფრჩხილები ჰქონდა. ქალმა მოჰყვა, როგორ დაამწყვდიეს აბაზანაში ქმარმა და მისმა მშობლებმა.
„მას ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდნენ. ნათესავები კი დრო და დრო საჭმლის ნარჩენებით კვებავდნენ “, – ამბობს პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სოფელში ცხოვრობდა და 2010 წელს იქორწინა ადამიანზე, რომლის სახელია პრაბხატ კუმარ სინგხი. ქალს საკუთარ მშობლებთან ურთიერთობა აუკრძალეს, შვილთან ჩასულებს კი სახლში არ უშვებდნენ. ქალი მხოლოდ მას შემდეგ გადაარჩინეს, როდესაც მამამისმა პოლიციაში შვილის აბაზანაში დამწყვდევის შესახებ განაცხადა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ქალმა შვილთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა გოგონამ დედა ვერ იცნო. პოლიციამ ქალის ქმარი და მამამთილი დააკავა. როგორც „ბი- ბი- სი“ აღნიშნავს, მზითვის აუცილებლობა ქორწინების დამოწმებისას 1961 წლიდან გაუქმდა. თუმცა ბევრი ინდიელი კანონის მაგივრად საკუთარ ტრადიციებს მისდევს. ათასობით ქალი ყოველწლიურად მზითევთანაა დაკავშირებული კონფლიქტების შედეგად იღუპება. ბიჭის დაბადებაც გოგონასთან შედარებით ინდურ ოჯახში ბევრად უფრო დიდი სიხარულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები