ალექსანდრე ჭიკაიძე ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს – ჰანს პიტერ პოლ მარია ჰორბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ელჩმა მინისტრი 25-26 თებერვალს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება და საგზაო უსაფრთხეობის საკითხებს მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები