მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტს დიდი ხანია, საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად არ მიაჩნია
მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიდი ხანია, საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად არ მიაჩნია.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო ხანებში ის სხვაგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.
“პრეზიდენტს დიდი ხანია, საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად არ მიაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სხვაგვარ გადაწყვეტილებებს მიიღებდა ბოლო ხანებში. უფრო მეტად მისი ანგარიშვალდებულების ვექტორი განსაზღვრულია და ადრესატებად მოიაზრება ოპოზიცია და ოპოზიციის მხარდამჭერი უცხოური ძალები, რომლებიც არსებობენ და შესაბამისად სწორებაც ამათზე კეთდება მისი მხრიდან. ერთი დიდი კამპანიის ნაწილადაც კი მიმაჩნია მე პირადად პრეზიდენტის ეს გაჯიუტება. სხვა პოლიტიკური პერსპექტივა მას არ გააჩნია. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა განიცადა სერიოზული მარცხი ამ პოზიციაზე ყოფნისას, მის მიმართ ოპოზიციის ინტერესიც კი შეიძლება რადიკალურად განელდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.