არჩილ თალაკვაძე – აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერმინისტრების თბილისში შეხვედრაზე: ეს საქართველოს კიდევ ერთხელ უბრუნებს იმ ისტორიულ როლს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმინისტრის შეთავაზების შემდეგ აზერბაიჯანმა და სომხეთმა გამოიყენეს საქართველოს სივრცე და ჩვენ მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების მაგიდა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ,,იმედის კვირაში“ განაცხადა.

დეპუტატმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერმინისტრების საქართველოში შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა.

“ეს საქართველოს კიდევ ერთხელ უბრუნებს იმ ისტორიულ როლს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი და ინარჩუნებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები