მიხეილ სარჯველაძე: ესენი ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ სამართლებრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლის 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერების ორგანიზებით, სურამში, ახალგაზრდებისთვის მორიგი სემინარი იმართება.

“როგორ კეთილშობილურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ყველაფრის გარეკანი, რასაკვირველია ვხვდებით, რომ შიგთავსი არის აბსოლუტურად მავნებლური. ესენი ხელმოცარული პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ სამართლებრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლის და პოლიტიკოსად შედგომის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები