პეტ პატელი: საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კარგი პოტენციალი აქვს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის 2023 წლის ფორუმზე განიხილეს, ფინანსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელსაც სპეციალური პანელი მიეძღვნა.

„მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს სურთ, გამოიყენონ ფინტექი და ჩვენ ფორუმის ფარგლებში ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობებზე – ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ, არის 10-წლიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ფინტექის განვითარებას საქართველოში და მის გამოყენებას ქვეყნის მასშტაბით“ – განაცხადა Elevandi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტ პატელმა.

მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ფინტექის განვითარების კარგი პოტენციალი.

„ვფიქრობ, რომ განვითარებად ბაზრებზე მყოფი ქვეყნებისთვის ეს არის შესაძლებლობა, იხელმძღვანელონ იმით, რაც ამჟამად აქვთ და ეს არის შესაძლებლობა, შექმნან გეგმა, რომელიც გულისხმობს ცენტრალური ბანკის, ძირითადი ბანკებისა და ფინტექის წარმომადგენლების ჩართულობას. ასე რომ, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაიწყოთ ძლიერი ფინტექ-საზოგადოების შექმნა ქვეყანაში – აღნიშნა პატელმა.

კომპანია Elevandi-ს ხელმძღვანელი წარმატებით მუშაობს ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებისთვის სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესის დონეზე. კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს, ბიზნესს და იდეებს, რათა გაიზარდოს ფინტექის მიმართულებით აქტივობა და ინვესტიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები