„მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან – ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. აბრეშუმის გზის ფორუმი მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად“, – აღნიშნა კიტაკ ლიმმა.
მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და, ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.
„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“ – განაცხადა ლიმმა.