მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანია – ჩვენ გამოვირჩევით ავთენტურობით, ხალხითა და სტუმარმასპინძლობით

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პანელურ დისკუსიაში: ტურიზმი საზღვრებს მიღმა: (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსია სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დისკუსიის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო, თუ რატომაა პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოს ტურისტული მიმართულება მთელ მსოფლიოში გამორჩეული.

„მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა ავთენტურობით, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ხალხია თავისი უნიკალურობით. საქართველო ცნობილია სტუმარმასპინძლობით, ხშირად ისმის შეკითხვა – რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში? ჩვენ არამხოლოდ ოთხ სეზონური ტურისტული მიმართულება ვართ, არამედ გამოვირჩევით მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით, რაც ჩვენს ტურისტულ მიმართულებას აძლევს შესაძლებლობას, დავაინტერესოთ ნებისმიერი ტიპის მოგზაური მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კერძო სექტორი, რომელიც აქტიურად ავითარებს მომსახურებას და ძალიან კარგად პასუხობს მოგზაურთა მოთხოვნებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია ბაიონა, EUROCONTROL ევროპული მწვანე ცის დირექტორი ფილიპე მერლო, Fly Dubai-ის კომერციული ოპერაციებისა და ციფრული ვაჭრობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ეფენდი, Mastercard-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ვიცე პრეზიდენტი ჰაისამ ფახმი. დისკუსიის დროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრ,ა თუ რა მეთოდებით ხდება ტურისტების მოზიდვა საქართველოში.

„ჩვენ ვიკვლევთ ჩვენი მომავალი მოგზაურების მოთხოვნებს – რა მიზნით ჩამოდიან, რომელ ტურისტულ პროდუქტსა და ტურისტულ ადგილებში დახარჯავენ უფრო მეტ თანხას. საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს უზიარებს ამ მონაცემებს. პოტენციურ მოგზაურთა კვლევისას ძალიან კარგი მაგალითია გერმანია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია. ჩვენ შევისწავლეთ გერმანელ მოგზაურთა მოთხოვნები, შევარჩიეთ საკომუნიკაციო არხები, დავიწყეთ მოლაპარაკებები გერმანულ ავიაკომპანიებთან, ორ წელიწადნახევრიანი აქტიური მუშაობის შედეგად დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს საქართველო გერმანიაში მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადის ამაღლებას მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები