ერინ ელიზაბეთ მაკკი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან

“ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან”, – ამის შესახებ USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა, ერინ ელიზაბეთ მაკკიმ თბილისში განაცხადა, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის, როლს მეტად გამოკვეთს“, – განაცხადა მაკკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები