„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თუ რაიმის თქმა უნდათ, მობრძანდნენ და მითხრან” – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრაზე მითანხმებდნენ, მათ ყოველ დღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და, რა თქმა უნდა, დავუდასტურე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

‘‘მათთან დროც შევათანხმეთ, რაც შემდეგ გადაიფიქრეს, ისევ შევათანხმეთ და ისევ გადაიფიქრეს. თუ რაიმეს თქმა უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით.

ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? – პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება. კართან დგომა საჭიროა, შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები