ანა ბუჩუკური: მავნებელია ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს
“საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს – მავნებელია.
“მავნებელია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს ან რომელიც ამბობს, რომ ახლა არა, გადავწიოთ და ა.შ. „ქართული ოცნება“ როგორც მავნებლობს კანდიდატის სტატუსის და ევროინტეგრაციის გზაზე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ. ერთი იდეა აქვთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.