“მელიას უნდა, რომ მაინცდამაინც გარიცხონ პარტიიდან” – ირაკლი კობახიძე

„თავმოყვარეობის საკითხია, რატომ უნდა გინდოდეს მაინცდამაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები?!“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მელიას უნდა, რომ მაინცდამაინც გარიცხონ პარტიიდან. თავმოყვარეობის საკითხია, ბუნებრივია, რატომ უნდა გინდოდეს მაინცდამაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები. ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება. ეს არის კარგი იმისთვის, რომ, საბოლოოდ, ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები