ხათუნა სამნიძე: მე ვსაუბრობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – არ ვაპირებ, სახელებსა და გვარებზე ვილაპარაკო

„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მოლოდინში არ გავჩუმდები და არ დავმალავ სიმართლეს, რაც აუცილებელია გაჟღერდეს, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას”, – ასე უპასუხა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ კითხვას, ხომ არ უწყობს ხელს მისი განცხადებები „ქართული ოცნების“ გზავნილების გაძლიერებას, რომ ოპოზიცია ხელს უშლის სტატუსის მიღებას.

მისივე თქმით, ის არ აპირებს იმ პირების დასახელებას, ვინც პარტნიორებს ეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოს გადაუვადონ.

„მე ვსაუბრობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე პოლიტიკური ფიგურის. ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი, ჩემი საქმე არ არის კონკრეტულად ადამიანების დასახელება, ვინც სხვა ტიპის გზავნილებს უზიარებს პარტნიორებს. ჩემი საქმეა ვისაუბრო და მივმართო ჩემს კოლეგებს, თავად იციან ვინ აკეთებს ამას, რომ ეს შევწყვიტოთ და გავაგრძელოთ ერთიანი გზავნილით პოზიციონირება. არ ვაპირებ სახელებსა და გვარებზე ვილაპარაკო“, – განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები