ირაკლი ნადირაძე: კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება.

„ერთი რამ ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სხვა განცხადებას ჩვენი ლიდერების მხრიდან ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ. ამაზე ასევე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ დიახ, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც არიან მისი ლიდერები, ყველგან მიდის დარწმუნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები