იონათამიშვილი – სამნიძის განცხადებაზე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს სახელები და გვარები, ვინც ასე მტრობენ ჩვენს ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი ვინაობები, ვინც ქვეყანას მტრობენ.

“ეს არის პირველი აღიარება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სახელები და გვარები, ვინც ასე მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები