ბრიტანელმა მეცნიერებმა სტოუნჰენჯის მახლობლად 17 უცნაური არქეოლოგიური ნაგებობა იპოვეს

ბრიტანელმა არქეოლოგებმა ნეოლითური ეპოქის მეგალითის, ლეგენდარული სტოუნჰენჯის ახლოს 17 დღემდე უცნობი რიტუალური ნაგებობა იპოვეს. მეცნიერებმა გეორადერების და მაგნიმოტრების გამოყენებით, რამდენიმე მეტრის სიღრმეში 30 მეტრის დიამეტრის დოლმენების პოვნა შეძლეს, რომლებიც ძვ.წ. აღ 3000-2500 წლით თარიღდება. გარდა დოლმენებისა, გათხრების დროს რამდენიმე პატარა ტაძარი და უძველესი სამარხები იპოვეს. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებმა სტოუნჰენჯის ლანდშაფტის სამგანზომილებიანი გამოსახულება შექმნეს, რომელშიც დეტალურად გამოჩნდა გორაკის ის ადგილები, რომელზეც არქეოლოგიური კვლევები არასოდეს არ ჩატარებულა.
,,შევისწავლეთ ჩვენთვის დღემდე უცნობი ადგილები, რომლებიც აქამდე არ იყო გამოკვლეული“,- აღნიშნა ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინს გაფნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები