“კანდიდატის სტატუსის მიღება რადიკალური ოპოზიციისთვის სრული კრახია” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ოპოზიციის სრული კრახია.

“კანდიდატის სტატუსის მიღება რადიკალური ოპოზიციისთვის სრული კრახია. იმის გამო, რომ საქმიანი კრიტიკა და კონკრეტულ თემებზე ოპონირება არ შეუძლიათ, მთელი იდეოლოგია აწყობილი აქვთ ერთ თითიდან გამოწოვილ ნარატივზე, რომ “ქართული ოცნება” არის რუსეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკური ძალა. არადა, საქართველოს თუ რაიმე პროგრესი აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები