“ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ფიგურა შეძლებს იმ ხეპრეობის გადაფარვას, რომელიც ამ პარტიას დღეს ახასიათებს” – გია ვოლსკი
უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შემოყვანა ძალიან დაბალი ინტელექტუალური დონით არის განპირობებული.
“ნიკანორ მელია რას აცხადებს, ის ერთია, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი ფაქტი, რომ მას არ სწყალობს დავით კეზერაშვილი. სხვა განსხვავება არანაირად არ არის. რაც შეეხება გვარამიას შემოყვანას, ეს განპირობებულია ძალიან დაბალი ინტელექტუალური დონით და ფიქრობენ, რომ ყოფილ პროკურორს, ყოფილ განათლების მინისტრს, “ნაცმოძრაობის” შემოქმედს გააჩნია ის რესურსი, რომლითაც გადაფარავს იმ ხეპრეობას, რაც “ნაცმოძრაობას” დღეს ახასიათებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.