გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პრეზიდენტს ადეკვატურობა უკვე აღარ ახასიათებს
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
“ადეკვატურობა უკვე აღარ ახასიათებს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს, განსაკუთრებით – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ.
საუბარია რაზეა, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნია შესაბამისმა უწყებამ, რომ კარვის გაშლაში არის საფრთხე, ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ ადამიანები იძულების წესით ცდილობდნენ, მიეღოთ სარგებელი, ამ შემთხვევაში, არ დაადგმევინებს კარვებს, თორემ მანიფესტაცია და შეკრება გაგრძელდება, კანონის ფარგლებში. როდესაც ამას ხელს არ აწერს პრეზიდენტი, ბუნებრივია, მისი მიზანი არის არეულობისთვის ხელშეწყობა. ეს არის პრეზიდენტის რეალური სახე, რომელიც რადიკალური პოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.