ბლინკენი: აშშ მზადაა იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი კრიზისის გამძაფრებას შეეცდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკვე იღებს ზომებს იმისთვის, რომ ეფექტურად დაიცვას საკუთარი ხალხი იმ შემთხვევაში, თუ ირანი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის ესკალაციას შეეცდება.
„ჩვენ აღელვებულები ვართ და ვითარების ესკალაციას ველოდებით ირანის მხრიდან, ჩვენი ძალების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ის არ სურს „მეორე ფრონტის“ გახსნა.
„მაგრამ, თუ ეს მოხდება, ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნავს ბლინკენი.
ზუსტად ამიტომ, ბლინკენის თქმით, აშშ-მა რეგიონში ორი ავიაგადამზიდი გაგზავნა. მათი მიზანი არა პროვოკაციის მოწყობა, არამედ ირანის შეკავებაა.