მაკა ბოჭორიშვილი: რთულია განსაზღვრო რას ემსახურება პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები

მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

“ზოგადად, რთულია განსაზღვრო რას ემსახურება პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის ესეც. არაერთი ვეტო ვიხილეთ, რომელიც სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, ესეც შემდეგი ნაბიჯია მისი მხრიდან. მისი ბოლოდროინდელი ქმედებები წინააღმდეგობის სურვილით არის განპირობებული მეტი არაფრით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები