არის თუ არა ლაშა მახარაძის მკვლელი ჭიკაიძის ნათესავი – მინისტრის განმარტება

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე ვაკეში მომხდარი ლაშა მახარაძის მკვლელობისა და ვანში ყაჩაღების მიერ 4 წლის ბავშვის დაუთოვების ფაქტს ეხმაურება. როგორც მინისტრი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ვაკეში მომხდარი მკვლეობა მისთვის ორმაგად მძიმეა, რადგან ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და, ამასთანავე, გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მკვლელი მისი ნათესავია. ჭიკაიძის თქმით, მკვლელობის საქმეში მონაწილე პირების 99% ახლობლები და ნათესავები არიან.
„ვაკეში მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა, ერთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მეორეა, _ დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს, მკვლელი, ჩემი ნათესავია და ჭიკაიძე ხელს აფარებსო, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემს სახელს რატომ დაუკავშირეს წარმოდგენა არ მაქვს, გამალებით ვიბრძვი დავიჭირო და პასუხი ვაგებინო მას და ამ მიმართულებით არის წინსვლა. როგორც იცით, ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, როგორც ირკვევა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოქროპირიძე არის მისი ბავშვობის მეგობარი, ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელობების 99 პროცენტი მოდიოდა ახლობლებზე და ნათესავებზე“, – აცხადებს შს მინისტრი. გარდა ამისა, 4 წლის ბავშვის გააუთოვების ფაქტზე საუბრისას, ალექსანდე ჭიკაიძემ განაცხადა, ყველა დამნაშავე პასუხს უმკაცრესად აგებს და არავის დაუტოვებს განცდას, რომ მათი შვილები დაუცველები არიან. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მოვლენამ მასზე არაადამიანურად მძიმედ იმოქმედა. „რაც შეეხება 4 წლის ბავშვის მიმართ არაადამიანურ ქმედებას, რომელიც დედის თვალწინ პატარა ბავშვი დააუთოვეს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონის ბიძაშვილმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული, ეს დანაშაული გახსნილია, დაკავებულია დამნაშავე და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს თემა იყო ძალიან მძიმე, მითუმეტეს, როდესაც გავიგე, რომ დანაშაულის ჩამდენი იყო ბიძაშვილი. სამი შვილის მამა ვარ და ამ კადრების ნახვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან მძიმედ იმოქმედა, არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმემ გონებაში გაივლოს ასეთი დანაშაულის ჩადენა, არავის დავუტებ იმის განცდას, რომ მათი შვილები დაუცველები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები