დავით საგანელიძემ ჩინეთ-ევრაზიის მეოთხე ექსპოში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა და საქართველოს ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით საგენლიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.ურუმჩიში ჩინეთ-ევრაზიის რიგით მეოთხე ექსპოში. საქართველოს მხარეს “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ მე-4-ე ექსპოზე დელეგაცია წარადგენდა: პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური (დელეგაციის ხელმძღვანელი), თბილისის ვიცე-მერი ნინო ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუმბერნატორი პაპუნა მარგველიძე, ქ. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანინი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური შედიოდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ბატონ ვანგ იანგთან გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განსახორციელებელი პირდაპირი ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული მხადაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მიესალმება აბრეშუმის გზის პროექტში პარტნიორი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიურ განვითარებას. ჩინეთ-ევრაზიის რიგით მეოთხე ექსპოს ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე სინძიანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, ბატონ ნურ ბეკრის შეხვდა. მხარეებმა რაჭა-ლეჩხუმისა და სინძიან-უიგურიის ავტონომიურ რეგიონს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში საუბრის მთავარი თემა გახდა საქართველოს წარმომადგენლებისა და სინძიანის კომპარტიის გენერალური მდივნის, ბატონი ჭანგ ჩუნძიანის შეხვერაზე. საუბრისას საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღნიშნულ იქნა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, კერძოდ, აზიიდან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გავლით ევროპისაკენ მიმავალი ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა სინძიანის კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰე იმინთან, რომელზეც მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე ისაუბრეს და ასევე განიხილეს საქართველოს წვლილი გაზისა და ნავთობის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებისა და ერთიანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრისას დავით საგანელიძემ 2014 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლავ საჭიროა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. სინძიანის კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინტერესი გამოთქვა საქართველოს ჰიდრორესურსების მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა მის კარგად განვითარებულ ელექტრო გადამცემის ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს მის ყველა მეზობელთან აკავშირებს. შეხვედრის დასასრულს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონ ჰე იმინს ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ახალი საზღვაო პორტის მშენებლობასთან და მასთან დაკავშირებულ მრავალ დადებით მხარესთან დაკავშირებით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა სინძიანის პროვინციის დედაქალაქ ურუმჩის მერთან ილხამ საბირთან, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრემიერ მინისტრებთან, და სხვა ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ჩინეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, დაათვალიერეს რამოდენიმე საწარმო, განიხილეს ამ კომპანიების შესაძლო დაინტერესება საქართველოს ბაზრით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები