ნდობის ჯგუფმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი განიხილა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ნდობის ჯგუფის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი წარუდგინა, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჯარო ფორმატში არ განიხილება.
„ნდობის ჯგუფმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განიხილა, რომელიც არ არის საჯარო. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ნდობის ჯგუფის მხრიდან მხარდაჭერილ იქნა”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ნდობის ჯგუფის სხდომის შემდეგ. ნდობის ჯგუფის შეხვედრას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.