ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია. მისი თქმით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27,8 მლრდ ლარს შეადგენს. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 400,0 მლნ ლარს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 210,0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 104,0 მლნ ლარით აღემატება.
საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 62,9 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის – 18,0 მლნ ლარი. სასამართლო სისტემა ჯამში დაფინანსდება 153,7 მლნ ლარით, მათ შორის: საკონსტიტუციო სასამართლო – 6,2 მლნ ლარით; უზენაესი სასამართლო – 17,2 მლნ ლარით; საერთო სასამართლოები – 122,0 მლნ ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 8,3 მლნ ლარით. იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 11,0 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის – 10,5 მლნ ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – 7,0 მლნ ლარი. საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 82,6 მლნ ლარამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები