“ღაზა წყლის და ელექტროენერგიის გარეშე მძევლების გათავისუფლებამდე დარჩება” – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზას ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება არ აღუდგება იქამდე, სანამ “ჰამასი” მძევლებს არ გაათავისუფლებს.
ამის შესახებ მან X-ზე (Twitter)დაწერა.
„ღაზას ჰუმანიტარული დახმარება? არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, არცერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არცერთი საწვავის მზიდი არ შევა მანამ, სანამ გატაცებული ისრაელელები სახლში არ დაბრუნდებიან“, – დაწერა მან და დასძინა, რომ „ჰუმანიტარიზმი ჰუმანიტარიზმისთვის და მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”.
“ჰამასის” მიერ გატაცებული 150-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.