გარემოს დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შეასრულა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2014 წლის 6 თვეში განსაზღვრული თანხები გეგმისამებრ ვერ აითვისა. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამისთვის (განმახორციელებელი დაცული ტერიტორიების სააგენტო) 6 თვის დაზუსტებული გეგმა 6.509.6 მლნ შეადგენდა, აქედან 2.558.8 მლნ დაიხარჯა, რაც შესრულების 39.9%-ია. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, სატყეო სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამის განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 5.068.2 მლნ განისაზღვრა. აქედან ათვისებულია 3.676.2 მლნ, შესრულება 72.5%-ს შეადგენს. ექვსი თვის ბიუჯეტი 91.8%-ით შეასრულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა; 89.4%-ით – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, გარემოს დაცვით სფეროში პოლიტიკის შემუშავების, რეგულირებისა და მართვის პროგრამის ნაწილში. გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამისთვის განსაზღვრული იყო 194.3 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია – 170.3 ათასი (შესრულდა 87.6%-ით); სანერგე მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბება-მართვის პროგრამაზე გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 141 ათასი ლარი, ათვისებულია – 137 ათასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები