პალესტინა ისრაელს აკრძალული ფოსფორის ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებს

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

ამის შესახებ პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.

„ისრაელის საოკუპაციო ძალებმა პალესტინელების წინააღმდეგ, ღაზას სექტორის ალ-კარამის რაიონში, საერთაშორისოდ აკრძალული თეთრი ფოსფორი გამოიყენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები