ზაზა ლომინაძე: 80 მილიარდია მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გვაძლევს საშუალებას, მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად მოვახდინოთ ხელფასების ინდექსაცია

საქართველოს პარლამენტი 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს. მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტზე მიმდინარეობს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა 27 მილიარდ 800 მილიონია და ის მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 5 მილიარდით მეტია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ ახალი ბიუჯეტი ხელისუფლებას ხელფასებისა და პენსიების ზრდის საშუალებას აძლევს.

“80 მილიარდია მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გვაძლევს საშუალებას, მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად მოვახდინოთ ხელფასების ინდექსაცია, მოვახდინოთ პენსიების ინდექსაცია, სოციალურად დაუცველი ხალხისთვის. ამ ბიუჯეტიდან, რომელიც ჯანდაცვისას სოციალურ საკითხს და ასევე, რომელიც ჩვენს დევნილებს მოხმარდება, ეს თანხები არის 7,835 მილიონი ლარი”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები