„საზოგადოებრივ მაუწყებელს დაახლოებით 25 მილიონამდე დავალიანება აქვს“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაახლოებით 25 მილიონამდე დავალიანება აქვს. აქედან 15 მილიონი სახელმწიფო ვალია, ამ 15 მილიონში კი 8 მილიონი საურავების სახით დაგროვილი დავალიანებაა.
როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მაუწყებელში არის თანამშრომლების 20%, რომელიც საქმის 80%-ს აკეთებს და არის 80%, რომელიც თითქმის საქმის 20%-ს აკეთებს.
“არხზე მიმდინარეობს გარდაქმნის პროცესი. გარდაქმნის პროცესს სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. პირველი – ეს არის სრულფასოვანი სტრატეგიის შემუშავება, სტრუქტურული რეფორმები და იმ კადრების აყვანა, რომელიც სტრატეგიას განახორციელებს”, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. კომიტეტმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები