მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

“ღრმად დამწუხრებული ვარ ახალი წლის ღამეს კრან-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ასევე ყველა დაშავებულს. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხს“, – დაწერა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს კრან-მონტანას კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 40 და დაშავდა 115 ადამიანი.

შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები