RBC: პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

პალესტინის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასის რუსეთში ვიზიტს გეგმავს, და მოსამზადებელ ეტაპზეა.

ამის შესახებ RBC-ს მოსკოვში პალესტინის ელჩმა აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განუცხადა.

„კრემლის ოფიციალურ განცხადებას ველოდებით, თუ როდის უნდა შედგეს ვიზიტი. მიღწეულია შეთანხმება, რომ ბატონი აბასი ჩამოვა აქ, მოსკოვში“, – განაცხადა ნოფალმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ არსებობს.

„ვითარება რთულია უკრაინაში და მთელ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. თუ რამე სერიოზული იქნება, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით საუბრისთვის“, – დასძინა მან.

პალესტინის ხელმძღვანელობა დაყოფილია აბასის ადმინისტრაციასა და მის მოძრაობა „ფათჰს“, რომელიც აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს ნაწილს და “ჰამასს” შორის, რომელიც მართავს ღაზას სექტორს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები