ფარმაცევტული კომპანიები ზოგიერთი მედიკამენტის ურეცეპტოდ გასაცემ ჯგუფში გადატანას ითხოვენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ფარმაკოლოგიური სექტორის წარმომადგენლებთან ერთად რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებიდან გასული პერიოდი შეაფასა. შეხვედრაზე ფარმაკოლოგიური სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზაობა სისტემის რეფორმირების პროცესში მონაწილეობასა და სამინისტოსთან აქტიურ თანამშრომლობაზე. მათი განცხადებით, რეცეპტებთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა სააფთიაქო სექტორი ყველაფერს აკეთებს, რომ პაციენტები არ იყვნენ უკმაყოფილოები. ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება რიგი წამლები ამ ეტაპზე დროებით მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში, ანუ ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჯგუფში გადავიდეს.
ამასთან, შეხვედრაზე სისტემაში არსებული ხარვეზებისა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება საზოგადოებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებამ მედიკამენტებზე ფასის ზრდა გამოიწვია.
აღნიშნული ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმაც უარყვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები