გიგი უგულავამ მისი სახელით გამოქვეყნებულ წერილზე კომენტარი გააკეთა

  გიგი უგულავა აცხადებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდების შემცველი წერილი, რომელიც პრესაში მისი სახელით გავრცელდა, მას არ ეკუთვნის. ამის შესახებ უგულავამ საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიისა და “ტელეიმედის” საქმის განხილვისას განაცხადა. უგულავა არ გამორიცხავს, რომ მისი სახელით მსგავსი შინაარსის წერილები კვლავაც გავრცელდეს.
“ცნობილია იმ პირთა ვინაობა, ვინც “იმეილი” გატეხა, თუმცა გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. მომავალშიც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი წერილები გავრცელდეს, თუმცა ეს ჩემი არ იქნება. მე თუ რამე მექნება სათქმელი, სასამართლოში ვიტყვი”, – განაცხადა უგულავამ.
ამასთან, უგულავა აღნიშნა, რომ ხალხის რისხვა გარდაუვალია და ხელისუფლება ცდილობს, ეს “ნაციონალურ მიძრაობას” დააბრალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები