ოკუპანტების მიერ სოფელ გროზას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის რეგიონის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში კაფესა და მაღაზიის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მანამდე იყო ცნობილი, რომ მომხდარის შედეგად კიდევ 7 ადამიანია დაშავებული, მათ შორის – ერთი ბავშვი.
კაფეზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც იქ ქელეხი იმართებოდა.
შს მინისტრმა ასევე თქვა, რომ სოფელში სულ 300 ადამიანი ცხოვრობს.