პოლონეთმა და ლიეტუვამ ყარაბაღელი დევნილებისთვის სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს

პოლონეთმა და ლიეტუვამ მთიანი ყარაბაღიდან დევნილებისთვის სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს.

​კერძოდ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს პირველადი მოხმარების საგნებს – თეთრეულს, საკვებს და ა.შ.

როგორც ბრიფინგზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ გერველმა თქვა, დახმარება მოიცავს 10 ტონა საკვებს და 200 საბანს.

„ერევანში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიმართვის საპასუხოდ, პოლონეთი ასევე აგზავნის 200 000 აშშ დოლარს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების გადაუდებელ საჭიროებებზე“, – თქვა მან და დასძინა, რომ პოლონეთსა და სომხეთს დიდი ისტორია აქვთ და პოლონეთს არ შეეძლო, არ გაეწია პრაქტიკული დახმარება.

ლიეტუვა კი სომხეთს 350 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარება უგზავნის.

როგორც სოციალურ ქსელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანსბერგისმა დაწერა, “ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სომეხი ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიის გზას”.

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არპინე სარგსიანის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის სომხეთში უკვე 100 630 დევნილი ჩავიდა, მათგან 98%-ს უკვე გავლილი აქვს ოფიციალური რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები