თალიბანი პაკისტანში ავღანელი მიგრანტების გაძევების მუქარას მიუღებლად მიიჩნევს

პაკისტანის მუქარა არალეგალური ავღანელი მიგრანტების იძულებით განდევნის შესახებ „მიუღებელია“, – ამის შესახებ ქაბულში თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაკისტანის უსაფრთხოების პრობლემებში ავღანელები დამნაშავეები არ არიან.

როგორც Reuters-ი წერს, ავღანეთში ამჟამად დაახლოებით 1,73 მილიონი ავღანელი ცხოვრობს, რომელთაც ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ. პაკისტანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ავღანელებს პაკისტანის დასატოვებლად ვადას 1-ელ ნოემბრამდე აძლევენ, შემდეგ კი მათ ძალის გამოყენებით გააძევებენ.

„პაკისტანის მთავრობის საქციელი ავღანელი ლტოლვილების მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა „თალიბანის“ ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქში, მეჩეთში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები