“სააკაშვილმა ობიექტების მშენებლობაში მილიონობით თანხა გაუაზრებლად ჩადო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ობიექტის მშნებლობაში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მილიონობით თანხა სრულიად გაუაზრებლად ჩაიდო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ტელეიმედის“ გადაცემაში “დიდი პოლიტიკა“ საუბრისას განაცხადა.
“ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასახლე 600 მილიონი ლარი დაჯდა, 360 მილიონი ლარი დაჯდა ქუთაისის პარლამენტი, 160 მილიონი – იუსტიციის სახლი, რომელიც ჯერ კიდევ რემონტის პროცესშია, მოვთვალე და მთავრობის სახლი ძალიან უხეშად მილიარდ 200 მილიონი დაჯდა, როცა მილიარდ 200 მილიონს შენ ქართულ ეკონომიკაში ჩაუშვებ, ბუნებრივია, ეკონომიკა გაიზრდება და მაჩვენებლებს აჩვენებს, მაგრამ ეს თანხა შეიძლება მიმართული ყოფილიყო თუნდაც ადგილობრივ წარმოების განვითარებისთვის, გლეხი დღეს არ უნდა იყოს მშიერი. კატასტროფაა ის, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო აბსოლუტური ქაოსი და მიზანმიმართული დამანგრეველი პოლიტიკა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები