შალვა ნათელაშვილი: ჩემს შვილებს ამერიკულ სკოლაში 6-თვიან სწავლას სთავაზობდნენ, მინისტრობისას შაშკინმა ელჩს პროტესტი განუცხადა, თუ როგორ ბედავდა ამერიკა ოპოზიციონერის შვილების მიღებას სკოლაში

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმაურება, სადაც ის შვილის წარმატებაზე წერს და ამბობს, რომ გოგონამ სწავლა უცხოეთში გააგრძელა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შაშკინის მინისტრობის პერიოდს იხსენებს, როდესაც შვილებისთვის ცნობის გაცემა სთხოვა, რათა მათ სწავლა აშშ-ში გაეგრძელებინათ.

ნათელაშვილის თქმით, შაშკინმა ცნობის გაცემის ნაცვლად ამერიკის მაშინდელ ელჩს დაურეკა და პროტესტი განუცხადა, თუ როგორ ბედავდა ამერიკა ოპოზიციონერის შვილების მიღებას სკოლაში.

„მე ამ ბავშვს მინდა ვუსურვო უდიდესი წარმატებები. ამასთან, ავტომატურად ამოაგდო მეხსიერებამ ეპიზოდი, როდესაც ბატონი შაშკინი იყო წინა ხელისუფლების განათლების მინისტრი და მე დავურეკე მას, რათა გაეცა ცნობა ჩემს შვილებზე, რადგან მათ სთავაზობდნენ ბრუკლინში, ამერიკულ სკოლაში 6-თვიან სწავლას, რის გამოც ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცნობის მაგივრად მან პირდაპირ დაურეკა ამერიკის მაშინდელ ელჩს და განუცხადა პროტესტი თუ როგორ ბედავდა ამერიკა ოპოზიციონერის შვილების მიღებას სკოლაში. საბოლოო ჯამში ეს პერსპექტივა ჩაიშალა ხოლო დაკოს და ბექას დღემდე ტკივილნარევ მოგონებად დარჩა ეს შეუსრულებელი მიზანი. პოლიტიკოსი მაშინ შეიძლება გახდე, როდესაც ყველა ახალაზრდობის  წარმატებას ხელს წააშველებ იმის მიუხედავად ის ვისი შვილია. ისე ეს რეჟიმი ხომ არის ღვთის პირიდან გადავარდნილი, მაგრამ ვაღიაროთ ის ამოზრდილია სწორედ წინა რეჟიმიდან, ისევე როგორც წინა დაიბადა მოქკავშირ – შევარდნაძის ინკუბატორიდან. მოკლედ აბრამ შვა ისააკ, ისაკმა იაკობ თუ როგორც არის. ეს ყველაფერი ისე, მოგონებების სკივრიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები