ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება – წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები