ტრამპმა დაასახელა, თუ რა აიძულებდა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე 40 დოლარამდე რომ დაიწიოს, რუსეთი უკრაინაში ომს ვერ შეძლებდა.

ამის შესახებ მან მიჩიგანში მხარდამჭერებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბარელი 115 დოლარი ღირს, რუსეთმა „მთელი ქონება იშოვა” და ფულის გამომუშავებას აგრძელებს.

„მომეცით კიდევ ოთხი წელი და მე დავასრულებ ამ საშინელ გლობალიზმს, რომელიც კლავს ჩვენს ქვეყანას. მე უზრუნველვყოფ, რომ შეერთებული შტატები დაბრუნდება, როგორც უდიდესი და ყველაზე ძლიერი ინდუსტრიული ქვეყანა“, – დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ 2022 წელს სახელმწიფოს მეთაური რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

მან დასძინა, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური – ჯო ბაიდენი არაფერს აკეთებს უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად, თუმცა, ამის ყველა შესაძლებლობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები