„ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო – ფანქარია“…

ხატვით   ბავშვობიდან დაინტერესდა. ამბობს, რომ   ფანქრის დაჭერა როცა შეძლო, იმ დროიდან მოყოლებული ხატავ. სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, მეორად ფაკულტეტზე ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობას ეუფლებოდა.
მას შემდეგ თავად  შეისწავლა ხატვის ოსტატობა და მოვა დღემდე.
ძირითადი მიმართულებ ჰიპერრეალიზმი. ხატავ ნატურიდან და ფანტაზიითაც. – ანა მჭედლურის პერსონა.

– ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად პორტრეტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს… რა თქმა უნდა, დამეხმარა ეს გამოცდილება შემდეგ, მომავალში უფრო ადვილად შემესწავლა ხატვის ტექნიკა.
ტანსაცმლის დიზაინის განხრით სწავლობდით…
– დიზაინზე სწავლის პერიოდში ვისწავლე, როგორ დამეხატა ნატურიდან: ფერები, ჩრდილები, საკმაოდ  ნაყოფიერი და ბევრის მომცემი ერთი წელი იყო.
ფანქრით და ნახშირით ხატავთ შავ-თეთრ ნამუშევრებს, ჰიპერრეალიზმის ნიმუშებს.  რატომ აირჩიეთ?
– ჰიპერრეალიზმი ჩემთვის უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე სხვა რომელიმე მიმდინარეობა. მიყვარს დეტალებზე მუშაობა, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
რეალობა და ხასიათი დინამიკაში ოსტატურად არის გადმოცემული… შთაგონება თუ გჭირდებათ?
– რა თქმა უნდა, შთაგონების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ვხატავ ფოტოდან. ერთ-ერთი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ნამუშევარია „იასამანი“, რომელიც ჩემივე გადაღებული ფოტოდან დავხატე. ეს კიდევ უფრო სხვა ემოციაა.
შემოქმედება ისეთი რამაა, სულ სჭირდება განვითარება, მუშაობა საკუთარ თავზე.  ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რომ მივაღწიო სრულყოფილებას, თუ ეს შესაძლებელია…
– ამბობთ, რომ ძირითადად თქვენით ისწავლეთ ტექნიკა… ამ გადასახედიდან კიდევ რა სიახლეს შესძენდით თქვენს შემოქმედებას?
– სიახლეს რაც შეეხება, მინდა და ვმუშაობ, რომ უფრო  მეტად დავხვეწო ნამუშევრები. ფერებშიც ვხატავ, მაგრამ იშვიათად.  ჩემთვის უფრო  მეტად საინტერესო ფანქარია.
– ჰობი…
– ფოტოგრაფია – მიყვარს ბუნებისთვის ფოტოების გადაღება.
– გამოფენები… გეგმები…
– გამოფენა არ მქონია ჯერ. კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და დასახვეწი და  შემდეგ გამოფენასაც გავაკეთებ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები